ჩინეთის პრეზიდენტი: ტაივანთან გაერთიანება უნდა მოხდეს, რადგან ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია

ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია. მან ტაივანს მშვიდობიანი „გაერთიანებისკენ“ მოუწოდა.


სი ძინპინის თქმით, ტაივანის საკითხის გადაჭრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის „ურყევი ისტორიული მისიაა.


ტაივანის საქმეთა საბჭომ საპასუხოდ განაცხადა, რომ ვერც მთავრობა და ვერც ტაივანის მოსახლეობა ვერ მიიღებენ „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპს, რაც, საბოლოო ჯამში, კომუნისტური პარტიის მმართველობისთვის დამორჩილებას ნიშნავს.


ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაიპეი ამ პრეტენზიას კატეგორიულად უარყოფს.